www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ქვიქტესტი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი "ქვიქტესტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოთხოვნა:

** სქესი - მამრობითი;
** გამართული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** ინსპექტირების პროცედურების წარმართვა;
** მომსახურების პროცესის უზრუნველყოფა;
** დისციპლინის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ავტომომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** ავტომობილის საკვანძო დეტალების ცოდნა;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** ანალიტიკური მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე - hr@qt.ge და გთხოვთ, პოზიციის დასახელება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.

დამატებითი ინფორმაცია:

შპს "ქვიქტესტის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |