www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტვირთმზიდის/ავტოქარის მძღოლი
მომწოდებელი: Pine Tree International
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International" (Humana, Bahlsen, Komili და სხვა.) აცხადებს ვაკანსიებს ტვირთმზიდის მძღოლის (ავტოქარის მძღოლი) თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის დაცლა ტრაილერებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებიდან;
** პროდუქტის მითვლის წერტილამდე ტრანსპორტირება;
** პროდუქციის სწორი განლაგება სტანდარტის მიხედვით და საწყობში მიღებული წესების დაცვით;
** პროდუქციის დახარისხება და დალაგება;
** პროდუქტის გატანის პროცედურის შესრულება;
** ნაშთებში ცდომილების შემთხვევაში სათანადო პირების დროული ინფორმირება;
** საწყობებში შენახვის პირობების დაცვის ზედამხედველობა (ტემპერატურა, სისუფთავე);
** პერიოდულად საწყობის აღწერებში მონაწილეობა, დანაკარგების დროული გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასაწყობო მეურნეობის მართვის სტანდარტების ცოდნა;
** საქმისწარმოების საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერის/პლანშეტის დავდაჯერებული მომხმარებელი.

ზოგადი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
ანაზღაურება: ფიქსირებული
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი მისამართზე: HR@pinetree.ge და ელფოსტის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0322 389 389 / 0322 389 380.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |