www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მედ-რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია კლინიკის პროგრამაში
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით
** კლინიკის ექიმებთან ჩაწერის უზრუნველყოფა
** პაციენტთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის სამედიცინო პერსონალთან გადამისამართება
** კლინიკის პაციენტების საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო).
** სამუშაო მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესად.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: office@medcap.ge 2021 წლის 4 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება; რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
იმ შემთხვევაში, თუ ვაკანსიის დასრულების თარიღიდან 2 (ორი) კვირის ვადაში, კანდიდატთან არ მოხდა "მედკაპიტალის" მიერ დაკავშირება, მიიჩნევა, რომ უარია კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე.
"მედკაპიტალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |