www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბანკეტოს მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო სტამბა
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

სასტუმრო "სტამბა" აცხადებს ვაკანსიას საბანკეტოს მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს საკონფერენციო დარბაზები სტუმრების მოსვლამდე;
** სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება;
** განახორციელოს ჩაისა და ყავის ხარისხიანი სერვისი;
** განახორციელოს საუზმის, ბუფეტის, ლანჩის, კოქტეილ საღამოებისა და სადილების სერვისი;
** მუდმივ წესრიგში შეინარჩუნოს როგორც სტუმრების, ასევე მომსახურე პერსონალის ტერიტორია;
** შეინახოს გასაღებები, აპარატურა და სხვა ღირებული ნივთები დაცულ ადგილას;
** სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს სტუმრის კუთვნილ ნივთებს. გაუთვალისწინებელი დაზიანებების შემთხვევაში, დროულად შეატყობინოს მენეჯერს/ზედამხედველს;
** რეგულარულად გადაამოწმოს კონფერენციისათვის საჭირო მასალების მარაგი;
** გაითავისოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები;
** იყოს მოქნილი გუნდური მუშაობის თვალსაზრისით;
** იცოდეს სასტუმროში გამოყენებული ძირითადი ენები: ქართული, ინგლისური და რუსული;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას და ეკეთოს სახელის აღმნიშვნელი ბარათი;
** შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2 ივლისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Stambahotel.com; სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |