www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT პროექტ მენეჯერი/ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან მანგანეზი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტ მენეჯერი/ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პროექტებისთვის საჭირო რესურსების დაგეგმვა და მართვა;
** პროექტების სამუშაოების დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა;
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
** პროექტების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
** ბიზნეს პროცესების შესაბამისად, სტანდარტული ანგარიშგებების გადაწყობა და ახალი ანგარიშგებების შექმნა;
** არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა/დოკუმენტაცია;
** ახალი ბიზნეს მოთხოვნების ანალიტიკა და შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადება;
** დამკვეთის სადეველოპმენტო საკითხებზე დეველოპერთან ერთად მუშაობა, კონსულტაცია;
** ახალი პროდუქტების/სისტემების გაშვების მხარდაჭერა;
** ახალი ფუნქციონალის ტესტირების პროცესში ჩართულობა;
** პროგრამის შემსწავლელი სტანდარტული და ინდივიდუალური ტრენინგ-კურსის ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ინსტრუქციის ფაილების მომზადება;
** დამკვეთისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება;
** პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებული მანუალების გაცნობა ან/და მომზადება;
** იმპლემენტაციის ხარისხის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ბიზნეს ანალიტიკოსის ან IT პროექტების მართვის მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** 1C ERP-სისტემის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

ბენეფიტები:

** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gm.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "IT პროექტ მენეჯერი/ბიზნეს ანალიტიკოსი", კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |