www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მასტერ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

შპს "მასტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროდუქციის მაღაზიათა ქსელში ("რემონტის სახლი") მოლარის პოზიციაზე, გლდანის ფილიალში (გლდანი, ქერჩის ქუჩა 6).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00-19:00 (სეზონურად სამუშაო დრო ცვალებადია), კვირაში ერთი დასვენების დღე. ასევე შესაძლებელია განაკვეთური გრაფიკით მუშაობა.
** სამი თვე გამოსაცდელი ვადა;
** ანაზღაურება: საწყისი 600 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 800 ლარი (სრული განაკვეთის შემთხვევაში, ხელფასი ზრდადია).

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV (ქართულ ენაზე გამართული), მისამართზე: hr@mgp.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ, თუ რომელ ფილიალში დასაქმებით ხართ დაინტერესებული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |