www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: დანკინ დონატსი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "დანკინ"-ის კორპორაციულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "დანკინ"-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.dd.ge/

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ბარისტა).

რატომ "დანქინი"?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე და დააგროვო სამუშაო გამოცდილება;
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში;
** ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას;
** ჩვენთან ღიმილი მთავარია;
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სამსახურს სახლთან ახლოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
** თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლებას კვებაზე;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში:

** "დანკინის" საერთაშორისო საოპერაციო სტანდარტების ტრენინგი;
** Coffee Enthusiastic _ Latte Art ტრენინგი;
** საკვების უსაფრთხოების ტრენინგი;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტის ტრენინგი;
** შეთავაზებითი გაყიდვის ტრენინგი.

თითოეული ტრენინგ მოდულის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

ვაკანსიის ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@dd.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |