www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

შპს "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე (www.elplus.ge).

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 საათიდან 18 საათამდე
ანაზღაურება: 700 (შვიდასი) ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური დირექტორის მოადგილის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის წარმოება/მართვა/არქივაცია პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
** დეპარტამენტში შემოსული ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 08 ივლისის ჩათვლით რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ მისამართზე: hr@elplus.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |