www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის წარმომადგენლობის მოლარის პოზიციაზე.

ხელშეკრულების ტიპი: დროებითი/დეკრეტული შვებულების პერიოდში შემცვლელი.

პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემოსული თანხის დაწყობა;
** ბანკის სალაროს წარმომადგენლებთან სიტყვიერი შედარება;
** არსებული თანხისა და ქვითრის შედარება;
** ქვითრების შეყვანა ელექტრონულ ბაზაში;
** სალაროში შემოსული თანხის დათვლა შესაბამისი პროცედურის მიხედვით.

ცოდნა და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ცოდნა უნარები:

** შრომისუნარიანი
** პასუხისმგებლობის უნარის მქონე;
** კომუნიკაბელური,
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |