www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის, აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს კლიენტების მომსახურება და მის ფუნქციაში შემავალი საბანკო ოპერაციების განხორციელება არსებული რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვით;
** განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** გაუწიოს კონსულტაცია თანამშრომლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** განახორციელოს პრეზენტაციები, შეხვედრები, ახალი პროდუქტებისა და სტანდარტების თანამშრომლებთან ერთად შესწავლა;
** მოახდინოს დაქვემდებარებული პერსონალის შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;
** იზრუნოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გაესაუბროს უკმაყოფილო კლიენტებს და გამოხატოს პრობლემის მოგვარებისთვის მაქსიმალური მზაობა;
** უზრუნველყოს სამუშაო გეგმების შესრულების ანალიზის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშგებები განხორციელებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
** ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ბანკის შიდა ინსტრუქციები, ბანკის კორპორაციული სახელმძღვანელო და კორპორაციული ქცევის ნორმები, ბანკის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის ელექტრონული ფორმით განხორციელებული) მითითებ(ებ)ი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმე/ ფინანსები ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშოა გამოცდილება. აქედან მინიმუმ 1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური, რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების სწრაფი ათვისების სურვილი და უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებგვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |