www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები.

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის (საკვებმზიდის) მძღოლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ნედლეულის და პროდუქციის გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე;
** გადაზიდვების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
** სატვირთო მანქანის ჰიგიენურ-სანიტარული წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** აუცილებელია "С" კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;

კონკურსის ეტაპები:

CV-ების მიღება-შერჩევა, გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |