www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმრიცხველი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას აღმრიცხველის პოზიციაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის დადგენილ ვადებში აღრიცხვა;
** გადახდისთვის საჭირო საბუთების დადგენილი ვადებში წარდგენა;
** წყალმზომი კვანძის მდგომარეობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
** უნებართვო და აღურიცხავად წყალმომხმარებლების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** დავალიანების მქონე მომხმარებლების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** შემოსულ კორესპონდენციაზე დადგენილ ვადებში შესაბამისი რეაგირება;
** უბნებში მომხდარი წყლის ან საკანალიზაციო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება სადისპეტჩერო დეპარტამენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2021 წლის 22 ივნისისა. "Subjet"-ის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს ცენტრის აღმრიცხველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "კომპანიამ" დაამუშავოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |