www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვა/ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო რივერ საიდი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ტიფანი ტერასა.

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers` Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2021 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

სასტუმრო "რივერ საიდი" აცხადებს ვაკანსიას დაცვა/ბელბოის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სასურველია სასტუმროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სასტუმრო სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

სამუშაო გრაფიკი: 10 მორიგეობა თვეში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი: 50 ლარი ხელზე 1 მორიგეობა;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |