www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: აგროტექნო
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

შპს "აგროტექნო" წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის პარტნიორები არიან ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და ევროპის უმსხვილესი მწარმოებლები.

"აგროტექნო" გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. კომპაქტურ, ხარისხიან ტრაქტორებს საუკეთესო ფასად. ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოსავლელ ტრაქტორის მისაბმელ აღჭურვილობას და ა.შ. გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1000-1200 (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებულ და ახალ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** მარაგების მონიტორინგი და შესასყიდი ტექნიკის რაოდენობის პროგნოზირება, გეგმის შედგენა;
** ფასების ანალიზი და კონკურენტების ბაზრის კვლევა;
** საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება;
** იმპორტისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** სავალდებულოა ავტო და სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ნაწილების ცოდნა;
** ინგლისური, რუსული და თურქული ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
** სასურველია საკუთარი ავტომობილი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:

** საწვავით უზრუნველყოფა;
** კარიერული წინსვლა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |