www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების უფროსი
მომწოდებელი: Global HR Solutions
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა;
** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა და განხორციელება;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულება;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის ახალი იდეების და პროექტების ინიცირება;
** ბაზრის ანალიზი;
** ბაზარზე არსებული ახალი ტრენდების ცოდნა და იდეების ინიცირება;
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
** გაყიდვების ქსელის გაფართოება და ახალი არხების მოძიება;
** CRM-ის მართვა, განახლება და დახვეწა;
** სტრატეგიული კლიენტების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა;
** არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების ხარისხის მართვა;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესს ადმინისტრირების, მარკეტინგის და/ან მენეჯმენტის მიმართულებით)
** გაყიდვების სფეროში მინ. 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით);
** გუნდის მართვის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. სასურველია რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** საჯარო გამოსვლის და პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@ghrs.ge 2021 წლის 12 აგვისტომდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |