www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საინფორმაციო ცენტრი 118 08
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

"08 ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსია ენერგიული, პოზიტიური და მოაზროვნე ახალგაზრდებისთვის!

"08 ჯგუფი" 2008 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს თავის სფეროში. "08 ჯგუფი" აერთიანებს რამოდენიმე მომსახურებას, დაწვრილებითი ინფორმაცია "08 ჯგუფის" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://08group.ge/

თუ გსურს:

** იმუშავო სასიამოვნო, პოზიტიურ და საინტერესო გარემოში
** ყოველი შენი სამუშაო დღე იყოს დატვირთული სიახლეებით
** ყოველდღიურად განვითარდე და ისწავლო ბევრი რამ
** შენი გრაფიკი იყოს მორგებული შენზე და მთელი დღე არ გაატარო სამსახურში

მაშინ გამოგზავნე CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@08.ge და წერილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება - "ქოლცენტრის ოპერატორი".

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი
** სასურველია სასაუბრო დონეზე ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail).
** უმაღლესი განათლება არ არის სავალდებულო
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, ამას ჩვენ გაძლევთ

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობა

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება
** ტესტირება

გელოდებით, თუ ხარ:

** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** შემოქმედებითი
** კრეატიული

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 310 -დან 410 ლარამდე, პლუს ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა.
ვაკანსიის რაოდენობა: 3



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |