www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

თუ ხარ აქტიური, მოტივირებული, გიყვარს ღიმილი და ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: პეკინი
სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 600-700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
** მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს:
https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |