www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საშუალო ლაბორანტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას საშუალო ლაბორანტის პოზიციაზე ი. ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი, #1.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათი-კვირა დასვენება)
16 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (შაბათ-კვირის შემთხვევაში 24 საათიანი მორიგეობა)

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
** ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზის და ჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში);
** სადეზინფექციო და გასაუვნებელი ხსნარების დამზადება. შესაბამის სამუშაო ადგილზე მათი გადანაწილება;
** ლაბორატორიული ცენტრიფუგის, სტერილიზატორის, თერმოსტატის, საშრობი კარადის, გამოხდილი წყლის აპარატის, ავტოკლავის მუშაობის აღრიცხვა და მათი დოკუმენტირება;
** ყოველდღიურად გახარჯული სამედიცინო და არასამედიცინო მასალის აღწერა და აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** ლაბორატორიული პასუხების ბეჭდვა და გასაგზავნი მასალების პროგრამული რეგისტრაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 აგვისტო, 2021 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/sashualo-laboranti-i-bokerias-saxelobis-referalur-hospitalshi/588

"სს ევექსი ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |