www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი სოციალური კლიპის დამზადებაზე
მომწოდებელი: შშმ ქალთა და ბავშვთა ასოციაცია დეა
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" აცხადებს კონკურსს სოციალური კლიპის დამზადებაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის "2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა" ფარგლებში.

სოციალური კლიპი პროექტისა და მისი მიზნების პოპულარიზაციასთან ერთად უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას მოწყვლადი ჯგუფების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალები და ახალგაზრდები) საჭიროებების ასახვაზე პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებში და ხელს უწყობდეს ამომრჩევლების სამოქალაქო და პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას.

შემოთავაზების მიწოდება:

ტენდერის საკითხებზე შემოთავაზებები (წინადადებები და გადაწყვეტილებები) უნდა გამოიგზავნოს ადმინისტრაციულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: abuladzeana23@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 568677455

მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიის მიმართ
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ერთი პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია რამდენიმე ალტერნატიული სცენარის შეთავაზება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

1. მოკლე ინფორმაციას კომპანიის/ფიზიკური პირის საქმიანობის შესახებ, მათ შორის ვებ-მისამართი; (საკონტაქტო ინფორმაცია - საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, თანამდებობა და ტელეფონი);
2. ინფორმაციას მოსაწოდებელი პროდუქტის შესახებ;
3. ანგარიშსწორების პირობებს.

კრიტერიუმები გადაწყვეტილების მისაღებად გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნება შემდეგი მაჩვენებლები (კრიტერიუმები):

** პროდუქტის ხარისხი;
** მისაღები ფასები
** მოწოდების ვადები.

ასოციაცია "დეას" უფლება აქვს:

** უარი თქვას კონკრეტულ შემოთავაზებაზე რაიმე ახსნა-განმარტების გაკეთების გარეშე;
** აირჩიოს შემოთავაზება, რომელიც შესაძლებელია არ იყოს ყველაზე იაფი;

კონტრაქტი გაფორმდება იმ კომპანიასთან, რომლის შემოთავაზების პირობები ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდება ასოციაციისთვის.

მიმწოდებლის შემოთავაზება ჩაიდება საბოლოო ხელშეკრულებაში დამატებითი პუნქტის სახით.

ასოციაცია "დეა" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. რომელიც დაფუძნდა 1998 წელს ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედების მიერ. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |