www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სანტა ესპერანსა
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" უკვე 15 წელია მკითხველებს სთავაზობს წიგნების საუკეთესო არჩევანს, შესანიშნავ გარემოსა და კვალიფიციურ მომსახურებას.

2017 წლიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის განსაკუთრებული გარემო, რომელიც გამოარჩევს ჩვენს მაღაზიას.

შპს "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით
სამუშაოს ანაზღაურება: გრაფიკის მიხედვით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** წიგნების კითხვა და ლიტერატურული სიახლეების მუდმივად გაცნობა;
** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის შერჩევაში დახმარება;
** მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება წიგნის ადგილმდებარეობის შესახებ;
** მაღაზიაში არსებული სხვა ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღაზიაში მოქმედი ყველა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** მომარაგების მიღება და დროული განთავსება;
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მკითხველი;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის!

გამოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: santaesperanza.bookshop@gmail.com და საგანში მიუთითეთ: წიგნის მაღაზია თბილისი, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |