www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ექსკლუზივი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

სატრანსპორტო კომპანია "ბენე ექსკლუზივი", რომელიც უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** არსებული მომხმარებლებისთვის კომპანიის სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება და რიგ შემთხვევებში მოთხოვნის შესაბამისი პაკეტის შექმნა;
** დამკვეთი კომპანიების რეზერვაციებზე მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
** არსებული მომხმარებლების/პარტნიორების კმაყოფილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება, სასურველია ჰოსფითალითი მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bene-exclusive.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |