www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

მდებარეობა: ქალაქი თბილისი, გლდანი - ხიზანიშვილის ქუჩა/ვარკეთილი - ჯავახეთის ქუჩა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ტექნიკის შეფასება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებელთა სწრაფი და ეფექტური მომსახურება.

საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით.
სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 700 ლარი + ბონუსი (200-400 ლარი).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათით, შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |