www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. კომპანიის მიზანია, არამარტო შესთავაზოს მომხმარებელს ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტი, არამედ პროდუქტის ყიდვის პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge ან კომპანიის ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/europroductcareer

სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიათა ქსელში არსებული ტექნიკის გამართულ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
** სათადარიგო ნაწილების მარაგის კონტროლი და შეკვეთების დროულად განთავსება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება სარემონტო-შესაკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;
** ტექნიკური განყოფილების თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმარება, კოორდინირება და კონტროლი;
** ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებზე რეგულარული მონიტორინგის წარმოება;
** ტექნიკური განყოფილების ხარჯების ოპტიმიზაცია;

მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** გუნდის მართვის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
** გუნდურობა.
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@europroduct.ge; გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |