www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ბიზნეს პარტნიორი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" ეძებს HR ბიზნეს პარტნიორს, მოტივირებულ, მიზანდასახულ პროფესიონალს.

** აფასებთ გუნდურ მუშაობასა და გუნდის თითოეული წევრის წვლილს საერთო მიზნის მიღწევაში
** მზად ხართ ემპათიური მოსმენისა და დიალოგისთვის
** გჯერათ უკუკავშირის ძალის და მუდმივად იღწვით ზრდისა და განვითარებისთვის
** მოქმედებთ ანტრეპრენიორის გონებით და ინოვაცია და კრეატიულობა თქვენი მანტრებია
** გაინტერესებთ ადამიანური მიმართულება, გაქვთ წარმატებული პროექტების გამოცდილება, ხედავთ სფეროს საჭიროებებსა და გამოცდილებას და თქვენს შემდგომ განვითარებას ამ სფეროში
** ეძებთ შესაძლებლობებით აღსავსე გარემოს და მზად ხართ აქტიურად ჩაერთოთ ადამიანური სტრატეგიის აღსრულებაში
** გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა
** თანამშრომლების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის ღირებული გამოცდილების შექმნაზე ზრუნვა თქვენთვის მნიშვნელოვანია
** აღნიშნულ აღწერაში ამოიცანით საკუთარი თავი

შემოგვიერთდით!

ძირითადი საქმიანობა:

თანამშრომლების ჩართულობისა და ღირებული გამოცდილების უზრუნველყოფა სხვადასხვა მიმართულების HR პროექტების განხორციელებისა და მათში მონაწილეობის გზით:

** ტალანტების მოზიდვა, შერჩევა, ონბორდინგი, ადაპტაცია
** თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციული სერვისების მიმართულებით
** განვითარების პროგრამების შექმნა/დანერგვა / ფუნქციონირების მხარდაჭერა/უზრუნველყოფა
** თანამშრომლების ჩართულობისა და გამოცდილების მიმართულებით კვლევებისა და ანალიზის მიმართულების პროექტების განხორციელების მხარდაჭერა/უზრუნველყოფა
** თანამშრომლების კონსულტირება / მხარდაჭერა ნებისმიერ ადამიანურ პროცესთან / საკითხთან დაკავშირებით.

გამოცდილება, ცოდნა, უნარები:

გამოცდილება:

** HR-ის სხვადასხვა მიმართულებებში, მინ. 3-4 წელი, სასურველია ტალანტების მოზიდვის, სწავლებისა და განვითარების, HR ბიზნეს პარტნიორის როლში წინა გამოცდილება.
** წარმატებული პროექტების განხორციელების გამოცდილება.

უნარები:

** მოსმენის, დიალოგის გარემოს შექმნის უნარები
** კრეატიულობა, როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე ორიენტირების უნარები
** კეთილგანწყობა, მხარდაჭერისა და ადამიანების გაძლიერების უნარები
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია
** სტრესულ გარემოსთან გამკლავების უნარი, პრიორიტეტების სწორად გადანაწილება, ყურადღების კონცენტრაცია, დეტალებზე დაკვირვება, შესრულების ვადების დაფასება და დაცვა
** სწრაფვა ანალიზისა და ლოგიკური ჯაჭვების დანახვის მიმართულებით
** გუნდურობა, გუნდის თითოეული წევრის დაფასება
** პასუხისმგებლობის აღებისა და ანგარიშვალდებულების უნარები
** მუდმივი ზრუნვა პირად და პროფესიულ განვითარებაზე
** კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

გთხოვთ რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენი ხედვა შემდეგი მიმართულებით (მაქს. 350 - 400 სიტყვა): რა საჭიროებებს და გამოწვევებს ხედავთ HR სფეროში, როგორ ხედავთ მათი მოგვარების / განხორციელების გზებს, რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ეს საკითხები, რა იქნება თქვენთვის მანიშნებელი, რომ აღნიშნული საჭიროები დაკმაყოფილდა / მოხდა გამოწვევებთან გამკლავება.

რეზიუმე და თქვენი ხედვა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ მეილზე: People@vtb.ge 2021 წლის 1 აგვისტომდე. კითხვების, დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში სიამოვნებით დაგეხმარებით, მოგვწერეთ People@vtb.ge ან დაგვირეკეთ +995599338883.

შემოგვიერთდით ამ სასიამოვნო მოგზაურობაში და ერთად შევქმნათ ღირებული გამოცდილება ჩვენი გუნდისა და მომხმარებლებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |