www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორატორიული მედდა
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის მედდის პოზიციაზე ქუთაისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ჯავახიშვილის 83ა-85ზ.

სს "ევექსის ჰოსპიტლები" - იმერეთის რეფერალური ლაბორატორია
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა
24 საათიანი მორიგეობა (რეზერვი)

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტებისთვის ანალიზის პასუხების მიცემა და საჭიროების შემთხვვევაში, ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა;
** ფლებოტომია;
** კომპიუტერულ პროგრამაში პაციენტების მონაცემების შეყვანა;
** ჰემომეტრის, გლუკომეტრის და შარდის საერთოს ანალიზატორთან მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
** პაციენტების ინფორმირება რეგისტრაციის პროცესში;
** ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
** ლაბორატორიის გენერალურ და მიმდინარე დასუფთავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება "ქიმიკოსის" ან "ბიოლოგის" სპეციალობით და დამატებით "მედდის" დიპლომი ან საშუალო ლაბორანტის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფერშალი);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2021.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/laboratoriis-medda-qutaisshi/613

სს "ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |