www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას დღისა და 24 საათიანი ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: დღის ცვლა - სრული; 24 საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს.
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B1- Upper intermediate) ;
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განათლება სასტუმროს მართვის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაწერის პროცედურების განხორციელება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისთვის Room Service მომსახურების გაწევა;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ელექტრონული კორესპონდენციის წარმოება;
** სტუმრების პრეტენზიებისა და რჩევების გათვალისწინება და დროული რეაგირება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციიის დამყარება;
** ყოველდღიური რეპორტინგი.

უპირატესობა მიენიჭებათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ კანდიდატებს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (მაგ: დღის ცვლის ადმინისტრატორი/24 საათიანი ცვლის ადმინისტრატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |