www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 27 ივლისი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი;
დაწინაურების პერსპექტივა;
ტრენინგი სადაზღვევო პროდუქტებსა და გაყიდვების ტექნიკაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** გუნდის მართვის გამოცდილება (სავალდებულოა);
** სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სადაზღვევო აგენტების მუშაობის სტრატეგიისა და გეგმების განსაზღვრა;
** სადაზღვევო აგენტების სამუშაო პროცესის მართვა, აგენტების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** აგენტების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
** ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება;
** ანგარიშების მომზადება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2021 წლის 27 ივლისამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |