www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ შეგვიძლია ორიგინალური სუვენირის დამზადება. ჩვენი პროდუქტი არის კრისტალი სადაც შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატის ჩახატვა (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა, გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად).

მოვალეობები:

** ფილიალის და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** პრომო გოგონებთან გასაუბრების ჩატარება
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის ზრდაზე
** მაღაზიის პიარსა და მარკეტინგში აქტიური მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში არსებული საქონლის კონტროლი, ნაშთების აღრიცხვა
** შეკვეთების მიღება, ფასების დათვლა და შეკვეთის გაფორმება
** მუდმივი მუშაობა პრომო გოგონებთან მათი ეფექტური და თავაზიანი მომსახურების კონტროლი
** ფილიალის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებები;
** გუნდის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სავალდებულოა:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე - 1 წელი (სავალდებულოა);
** ინგლისური ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |