www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრულის ტექნიკის კატეგორიის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 27 ივლისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ციფრულის ტექნიკის კატეგორიის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პროდუქტების წინასწარი მატრიცის განსაზღვრა;
** გაყიდვების გეგმისა და წინასწარი ფორკასტების შედგენა/შემუშავება;
** ფასების რეგულარული მონიტორინგი მარაგების, პროდუქტის ხანდაზმულობისა და საბაზრო სიტუაციის მიხედვით;
** სააქციო და სალიკვიდაციო ფასების განსაზღვრა;
** კატეგორიის მიხედვით გაყიდვების, შესყიდვების გეგმისა და მარჟების მდგომარეობის პერმანენტული შემოწმება;
** კონკურენტი კომპანიების გასაყიდი პროდუქტების, აქციების და ფასების მონიტორინგი;
** კონკურენტების აქტივობებზე სწრაფი რეაგირება;
** შესყიდული პროდუქტის მაღაზიათა ქსელში განაწილება, მაღაზიების საჭიროების და სპეციფიკის გათვალისწინებით;
** ნაშთების, მათ შორის გზაში ან მომწოდებლის საწყობში მყოფი პროდუქტების ბრუნვის და ხანდაზმულობის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;
** კუთვნილი კატეგორიის ქვეშ სააქციო პროდუქტების განსაზღვრა;
** ფრომოუშენისა და აქციების იდეების გენერირება;
** პროდუქტების განლაგების განსაზღვრა, სააქციო ზონების შესაბამისად;
** ყველა სააქციო საკითხზე გაყიდვების დეპარტამენტთან და მარკეტინგთან თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული ვერბალური და წერილი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: n.khuroshvili@alta.ge 2021 წლის 27 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |