www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჰიგია
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

შპს "ჰიგია" - ბაზარზე ევროპული და ხარისხიანი პროდუქტით არის წარმოდგენილი, კომპანიის მთავარი მიზანია - წინსვლა, განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, მომხმარებლების ინტერესის დაკმაყოფილება, თანამშრომლებზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა.

შპს "ჰიგია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზიაში.

ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
** დარბაზში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.
** სალარო ოპერაციების განხორციელება.
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას და სალაროს ზონაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20 წლიდან
** გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 10:00-20:00 ორი დღე მუშაობთ ერთი დღე ისვენებთ.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე cv შემდეგ ელ. ფოსტაზე hygiavacancy@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |