www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: საგა იმპექსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. "საგა იმპექსი" კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. "საგას" ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

პოზიცია: კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: სტაჟირება (2 თვე) - 400 ლარი; მე-3 თვიდან - ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული.

უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა.

ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია).

პროგრამები:

** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო სპეციფიურია, კანდიდატს არ მოეთხოვება აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. დასაქმების პირველი ეტაპი მოიცავს on job ტრეინინგს.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: a.tsitsagi@saga.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |