www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენერი/ინსტრუქტორი
მომწოდებელი: სასწავლო და საგამოცდო ცენტრი პტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის/ინსტრუქტორის პოზიციაზე.

ტრენინგის თემატიკა:

** ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
** ინსპექტორების საწყისი ტრენინგი ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ოქმების გასაცემად;
** ინსპექტორების საწყისი ტრენინგი შესაბამისობის შეფასების ოქმის გასაცემად განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დასაშვებად ADR-ს შესაბამისად;
** ინსპექტორების ტრენინგი სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესის შესაბამისად განსაზღვრული პროცედურების განსახორციელებლად;
** ADR მძღოლის პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის მომზადება სპეციალიზებულ კურსში;
** ADR მძღოლის ცისტერნებით გადაზიდვის მომზადება სპეციალიზებულ კურსში;

კვალიფიკაცია და უნარები:

** გამოცდილება სალექციო კურსის ჩატარებისა და ტრენინგის ჩატარების კუთხით
** პროფესიული განათლება ავტომობილების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება მიღებულ განათლებას - ავტომობილების სერვისის, ექსპლუატაციის, ტექნიკური ინსპექტირების, ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში)
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილება
** სწავლების უნარი
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

ანაზღაურება:

საათობრივი ანაზღაურება + ბონუსი

გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: trainingexamination@gmail.com და წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სასწავლო და საგამოცდო ცენტრი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

"სასწავლო და საგამოცდო ცენტრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |