www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: Action Against Hunger
თანდართული ფაილი: 15488_Tender_pack___Home_Appliances_6494011.zip
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილ პროექტის "ინკლუზიური და 
თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში " ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვაზე.

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება:

** კონკურენტული ფასი
** სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
** ხელმისაწვდომობა და მიწოდების ვადები
** მასალის ხარისხი
** მასალების სანდო გზით მიწოდება
** ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
** გადახდის პირობები/მოთხოვნები
** გარანტიის პირობები

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე დაბალ ფასიანი შემოთავაზება.

სრული შემოთავაზებები საჭიროა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 30.07.2021, 21:00 საათამდე (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ENPARD3_Procurements@sc.acfspain.org

კითხვების შემთხვევაშიც, ასევე დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე.

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |