www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
თანდართული ფაილი: 15344_310718_gpost_4419291_7044151.zip
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 16 აგვისტო

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის (ნახევარი განაკვეთი) თანამდებობაზე თბილისის სერვისცენტრში.

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ. (კვირაში 24 საათი)
ანაზღაურება - 300 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
** მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
** მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ადაპტურობა/მოქნილობა;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება
** ტესტირება
** მოსამზადებელი ეტაპი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge ; გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - თბილისის გაყიდვების ოპერატორი (ნახევარი განაკვეთი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |