www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: ფუტურიუმი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

კომპანია "ფუტურიუმი" აცხადებს სტაჟირებას ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პირობები:

** სამუშაო საათები: თავისუფალი სამუშაო გრაფიკი
** დისტანციური სამუშაო გრაფიკი
** ხანგრძლივობა: 3-6 თვე. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, დასაქმდებიან კომპანიაში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, ადგილზე შესწავლით:

** ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის დაგეგმა და ვიზუალიზება
** აზომვითი სამუშაოების ჩატარება
** ავეჯის მასალების და მექანიზმების შერჩევა მომხმარებლებისთვის
** კლიენტებთან ურთიერთობა
** ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის ფასის დათვლა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის განხრით
** აუცილებელია რუსული ენის კარად ცოდნა
** სასურველია ავეჯის დაგეგმვის და კონსტრუირების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია 3D max -ის ცოდნა ან მსგავსი პროგრამების
** სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე შესწავლას, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას
** კარიერულ ზრდას
** გამოცდილი პროფესიონალების გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@futurium.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ "სტაჟირება".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |