www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: Universal Transit
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

"Universal Transit" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე.

ადგილმდებარეობა: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში , 16:00 - 02:00
ანაზღაურება: 200 დოლარი + ბონუსი (მზარდი ხელფასით)

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** ტვირთების მოძიება ამერიკის ტერიტორიაზე არსებული საიტებიდან.
** გადამზიდი კომპანიების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.
** შეკვეთების აღება (შესაბამისი საიტებიდან, ტელეფონით, ელფოსტით).
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ, თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.us და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დისპეტჩერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |