www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტრატეგიული პროექტების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: სტრატეგიული პროექტების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვა;
** პროექტის გეგმის და თაიმლაინის შემუშავება;
** პროექტების წარმატებულად შეფასებისთვის საჭირო პარამეტრების შექმნა;
** პროექტების დაკვეთის და მათი შესაბამისი მახასიათებლების დეტალურად განსაზღვრა;
** პროექტების შესაბამისი ადამიანური რესურსით ფორმირება;
** პროექტების ფარგლებში წარმოშობილი პრობლემების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
** მიმდინარე პროექტებში ცვლილებების ოპერატიულად ასახვა და პროექტის სათანადოდ განახლება;
** პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშების, შუალედური რეპორტების მომზადება;
** პროექტების პერიოდული მონიტორინგი და შუალედური შედეგების განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ამოცანის მინიმალურ დონეზე მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ზოგადი მენეჯმენტის და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point, MS project)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სასურველია UX prototyping tool-ების საბაზისო ცოდნა
** სასურველია Agile მეთოდოლოგიის საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია PM სერტიფიცირება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტრატეგიული პროექტების უფროსი მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |