www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველი პროგრამა FINA- სთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საწყის დონეზე ცოდნა
** ბუღალტრული საწყისების ცოდნა
** Rs-ზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, ენერგიული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "აღრიცხვის ოპერატორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |