www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: იოლი რითეილი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"იოლი რითეილი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტში, კონსულტანტის პოზიციაზე (დღის ცვლა) შემდეგი პირობებით:

სამუშაო განაკვეთი: სრული, ცვლიანობის განრიგი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველა (მეტროსთან ახლოს)
ანაზღაურება: ცვლაში, შეთანხმებით (გამოცდილების და ცვლების გათვალისწინებით).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტით;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მარკეტში არსებული პროდუქციის ცოდნა; ვარგისიანობის და ნაშთების კონტროლი, სისუფთავის დაცვა;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ინგლისური ან/და რუსულის ცოდნა ელემენტარულ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** დისციპლინირებული;
** გუნდური მუშაობის უნარით.

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესდით ვაკანსიით, CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@yoliretail.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დარეკეთ: 577 478040.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |