www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია - "ფოლადის სახლი" (http://www.poladissakhli.ge), აცხადებს ვაკანსიებს წარმოების დეპარტამენტში დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური მენეჯერისგან მიღებული შეკვეთის მიღება და სწორად ფორმირება დანადგარში;
** წარმოებული მასალის ზომების და რაოდენობის სიზუსტის დაცვა;
** მიღებული მასალის საწყობისთვის უნაკლოდ და დაზიანებების გარეშე მიწოდება;
** უსაფრთხოების დაცვა საოპერატორო სივრცეში;
** ნებისმიერი უზუსტობის თუ ტექნიკური პრობლემის მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება სახურავის ან არმატურის დანადგარებზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ბენეფიტები:

** უზრუნველყოფილი ტრანსპორტირება
** უზრუნველყოფილი კვება
** ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ მოკლე კითხვარი: https://bit.ly/3rcm24H

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |