www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: დორემი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

კომპანია "დორემი" (https://www.facebook.com/doremi.ge | http://www.doremi.ge), კარების იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო განაკვეთი: სრული - კვირაში 40 საათი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის არხების მართვა (Facebook, Instagram);
** მედია გეგმის შექმნა და აღსრულება;
** ციფრული განთავსების შესყიდვები;
** საიმიჯო და სარეკლამო პოსტების მომზადება;
** კონტენტის შექმნა სოციალური მედია არხებისთვის;
** სოციალურ მედია არხებში განთავსებული კონტენტის რეკლამირება სამიზნე აუდიტორიის, სარეკლამო ბიუჯეტისა და მიზნების გათვალისწინებით;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** ქოფირაითინგი;
** გრაფიკული დიზაინი;
** პროცესების მონიტორინგი და ანალიტიკა.

კვალიფიკაცია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** პროექტების მართვის უნარი;
** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნისა და აღსრულების გამოცდილება;
** გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით;
** საბაზისო დონეზე პროგრამების Ps და Ai ცოდნა;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** კრეატიულობა
** სხარტი აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@doremi.ge

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |