www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

მდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ-მდე;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება: 650 ლარი
პირველი 15 დღე სტაჟირება, რომელიც არ არის ანაზღაურებადი

სამუშაოს აღწერილობა:

** აქტივების მართვა მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Swiftcredit.hr@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |