www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შიდა აუდიტორი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 23 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000 ზე მეტი ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - ზრუნვაზე, გუნდურობაზე და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები/ვალდებულებები:

** შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება კანონის მოთხოვნების, შიდა აუდიტის სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და აუდიტის პროცედურების/ინსტრუქციების შესაბამისად;
** აუდიტის სამუშაო ფაილების ნათლად, გარკვევით და სრულყოფილად მომზადება;
** შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელება კანონის მოთხოვნების, შიდა აუდიტის სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და აუდიტის პროცედურების/ინსტრუქციების შესაბამისად;
** შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების პროექტის მომზადების მიზნით კომპანიის მასშტაბით რისკების შეფასება და ანალიზი, შედეგების დოკუმენტირება და სტრატეგიულ და წლიურ გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
** განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი: მიკროსაფინანსო/საბანკო სფეროს კუთხით, უახლესი ტენდენციების, საერთაშორისო/კარგი პრაქტიკის, მარეგულირებელი და სამართლებრივი ბაზის შესახებ, რომელშიც ფუნქციონირებს ორგანიზაცია, გარე აუდიტის ანგარიშების მნიშვნელოვანი ხარვეზების და რეკომენდაციების განხილვა;
** საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით, სტრუქტურული ერთეულების მომართვის საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად, კომპანიის მასშტაბით მომზადებული მარეგულირებელი აქტებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების შესახებ რჩევების/მოსაზრებების მომზადება;
** პროცესის მფლობელებთან/აუდიტის ობიექტებთან ურთიერთობების დამყარება და ეფექტიანი კომუნიკაციის მართვა;
** შიდა აუდიტის შიდა ინსტრუქციების შემუშავებისა და დახვეწის მიზნით, წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება და წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელობასთან;
** ორგანიზაციაში არსებული შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების ცოდნა და დაცვა;
** კომპანიის საქმიანობასთან და მომხმარებლებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება სასურველია საბანკო/საფინანსო ან/და იურიდიული მიმართულებით;
** საბანკო/საფინანსო სექტორში ან/და აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** მმართველობა, რისკის მართვა და კონტროლების შესახებ ცოდნა;
** საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) მოთხოვნების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/PowerPoint;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

სასურველია:

** CIA or ACCA - ს სერტიფიკატი/CIA or ACCA certificate;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტიანი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნების და თანამშრომლობის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ეთიკურობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |