www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
** ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა;
** "ფასს" სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
** წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტობრივ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკვლევა;
** წლის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის, შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება;
** კოეფიციენტების ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოვლენისთვის და კონტროლისთვის;
** გაუფასურების ინდიკატორების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გაუფასურების ტესტის ჩატარება;
** საინვესტიციო პროექტების შეფასებაში მონაწილეობის მიღება - ტექნიკური დავალებების შესრულება; შესაძლო რისკების ანალიზი;
** ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** ფინანსური/ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნესის ადმინისტრირებაში(უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
** ACCA - F1-F9, CFA Level 1 ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 2 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |