www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

სადისტრიბუციო კომპანია "სალო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელერის პოზიციაზე.

შპს სალოს პროდუქცია წარმოადგენს სარეცხ საშუალებებს (სარეცხი ფხვნილი, საპონი, შამპუნი და ა.შ.) პრისელერის მთავარი ამოცანა იქნება მაღაზიებისთვის აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება მიყიდვა.

მოთხოვნები:

** მართვის კატეგორია - B;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პრისელერის პოზიციასა და ქიმიური საშუალებების გაყიდვებში;
** სასურველია ჰყავდეს პირადი ავტომობილი;
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** სასურველია თბილისის და შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების კარგად ცოდნა;
** სქესი: მდედრობითი, მამრობითი.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, პრეზენტაციის ჩატარება და რეალიზაცია;
** არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება გაფართოება;
** ნაშთების კონტროლი და პროდუქციის დროული მიწოდების ორგანიზება;
** დებიტორულ დავალიანებასთან მუშაობა;
** ბაზარზე სიტუაციის მონიტორინგი და ანალიზი;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა - დაკმაყოფილება;
** გარიგების შესრულება შეთავაზებიდან, თანხის გადახდის საფეხურამდე;
** კონკურენტების ანალიზი.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ამ სფეროში გამოცდილებით.

ანაზღაურება: ფიქსირებული (ზრდის პერსპექტივით) + ბონუსი გეგმის მაჩვენებლების შესრულების შემთხვევაში.

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: gburdulivc@gmail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |