www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თელავში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** მომარაგების კონტროლი, სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა.
** ჰიგიენის ნორმების, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა.
** ბუღალტრისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტების მომზადება/ მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თელავი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@piatto.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მდებარეობა. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |