www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისათვის შპს "კატევე დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
გრაფიკი - სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ასუფთავებს ტერიტორიას, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
** მონიტორინგს უწევს წუნდებულ ნივთებს;
** დაკარგული ნივთების ათავსებს დასუფთავების დეპარტამენტში;
** უზრუნველყოფს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვას;
** ეცნობა კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და ასრულებს მოვალეობებს ამ პროცედურების გათვალისწინებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 აგვისტო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დასუფთავების თანამშრომელი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |