www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ალმა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

საქართველოში ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია "ალმა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური სალაროს ოპერაციების წარმოება;
** წარმოებული ნაღდი(უნაღდო) ანგარიშსწორების ასახვა კომპანიის მართვის პროგრამაში;
** კომპანიის მოლარის ფუნქციების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, კონტროლი www.rs.ge-ზე;
** პირველადი დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
** კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგების ზუსტი აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობით, საბუღალტრო სტანდარტებით-ნორმატივებით და შიდა ინსტრუქციებით დადგენილი წესით;
** შემოსული ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრული აღრიცხვა, ასევე დროულად ასახოს საბუღალტრო ანგარიშებში და ანგარიშგებაში მათ მოძრაობასთან დაკავშირებული მონაცემები;
** უტყუარი ხარჯთაღრიცხვის წარმოება საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის აგრეთვე სასაქონლო მარაგის შესახებ;
** საბუღალტრო-საფინანსო დოკუმენტაციის შენახვა და მთლიანობის დაცვა;
** დებიტორებსა და კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების (Oris) ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** შრომისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სატელეფონო კორპორაციული პაკეტი;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღების სახით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@alma.ge. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 აგვისტო 2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |