www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 3 აგვისტო

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას ქუთაისში.
"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჯავახიშვილის 85, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების დახვედრა, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების ადგილამდე მიცილება;
** პაციენტის ზოგადი დაკვალიანება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** რიგების მართვა;
** პრობლემური სიტუაციების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 აგვისტო, 2021 წ.

დაინტერესებული კანდიდატები სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 696520.

"ევექსის ჰოსპიტლები` მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |