www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე "ისთ-ფოინთში" მდებარე ჰიპერმარკეტში.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;
** სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
** წერილების მომზადება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
** საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ განვითარებას;
** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00;
** ანაზღაურება: 600 ლარი;
** სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |